მედია - დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, რუსეთის შვიდმა აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა

დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, რუსეთის შვიდმა აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, ფრენები დროებით ასტრახანის, ვლადიკავკაზის, ვოლგოგრადის, გროზნოს, კალუგის, სარატოვისა და ულიანოვსკის აეროპორტებმა შეაჩერეს.

ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის ინფორმაციით, ჩამოგდებული დრონი ნამსხვრევები საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. კალუგის ოლქის გუბერნატორის, ვლადისლავ შაფშას ცნობით, დრონის ჩამოვარდნის შედეგად სამრეწველო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამით რუსეთის ტერიტორიაზე 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება