ჯო უილსონი - კაია კალასთან განგვიხილეთ ძალისხმევა ომის დამნაშავე პუტინისა და მისი ბოროტების ალიანსის დასამარცხებლად, ირანის რეჟიმთან, „ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან“ და მათ მარიონეტებთან ივანიშვილთან და მადუროსთან ერთად

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს, შეხვედრაზე განიხილეს ძალისხმევა პუტინის დასამარცხებლად.

„კაია კალასთან შეხვედრისთვის მადლობელი ვარ, რათა განგვეხილა ჩვენი ტრანსატლანტიკური ძალისხმევა ომის დამნაშავე პუტინის დასამარცხებლად, მისი ბოროტების ალიანსის დასამარცხებლად, ირანის რეჟიმთან, „ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან“ და მათ მარიონეტებთან ივანიშვილთან და მადუროსთან ერთად“, - წერს ჯო უილსონი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება