ოლაფ შოლცი - გერმანია ძალიან ძლიერი დემოკრატიაა და ჩვენ ულტრამემარჯვენე პარტიებთან თანამშრომლობის ნებისმიერ იდეას უარვყოფთ

გერმანია ძალიან ძლიერი დემოკრატიაა და ჩვენ ულტრამემარჯვენე პარტიებთან თანამშრომლობის ნებისმიერ იდეას უარვყოფთ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როგორც ძლიერი დემოკრატია, ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ ულტრამემარჯვენეები პოლიტიკური კონტროლისა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესებს მიღმა უნდა იყვნენ. მათთან არანაირი თანამშრომლობა არ იქნება. სხვა პარტიებსა და ამ ულტრამემარჯვენე პარტიებს შორის თანამშრომლობის ნებისმიერ იდეას უარვყოფთ“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ოლაფ შოლცი გუშინ მიუნხენში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ევროპაში სიტყვის თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ სხვებს თავს ისე არ დაესხათ, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში მიღებულ კანონებსა და რეგულაციებს ეწინააღმდეგებოდეს“.

„არ დავთანხმდებით იმას, რომ ამ პარტიის („ალტერნატივა გერმანიისთვის“) ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენს დემოკრატიაში, ჩვენს არჩევნებში ჩაერიონ. თავად ვწყვეტთ, რა ხდება ჩვენს დემოკრატიაში“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა გუშინ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ევროპა მისი ფუნდამენტური ღირებულებებისგან უკან იხევს“.

„ევროპასთან დაკავშირებით საფრთხე, რომელზეც მე ვღელავ ყველაზე მეტად, არ არის რუსეთი, არ არის ჩინეთი, არ არის რომელიმე სხვა გარე აქტორი. რაზეც მე ვღელავ, არის საფრთხე შიგნიდან. ევროპის უკან დახევა მისი ზოგიერთი ყველაზე ფუნდამენტური ღირებულებებისგან, ღირებულებებისგან, რომლებიც გაზიარებულია შეერთებულ შტატებთან“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს