„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” - ამ ლოზუნგით სარფში მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ

„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” - ამ ლოზუნგით სარფში მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, ერთ-ერთი აქციის დროს თემურ ქათამაძე უკანონოდ დააკავეს.

მათივე განცხადებით, პატიმარი დღეს შიმშილობს.

ასევე, აქციის მონაწილეები სხვა დაკავებულების გათავისუფლებასაც მოითხოვენ და მათ სოლიდარობას უცხადებენ.

„ყველა ქართველი უნდა გამოვიდეს და გააპროტესტოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. დაკავებული თემურ ქათამაძე არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურებოდა ქართულ კულტურისა და ენის პოპულარიზაციას. ეს ადამიანი თავის თანამებრძოლებთან ერთად საქართველოს 2000 წლებში ფერეიდნელ ქართველებთან ერთად, საქართველოს პატრიარქს ხვდებოდა. სამწუხაროდ, ისტორიული ქარტეხილების გამო წასული ეს ადამიანები უნდა მივიღოთ. თუ რუსეთის მოქალაქეებისთვის, მოქალაქეობის მინიჭება თავისუფლად არის შესაძლებელი, თემურ ქათამაძეს ქართველს, მოქალაქეობას არ ანიჭებენ! მისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი სამშობლოსთან კავშირის დამყარებას ცდილობდა, მას პოლიციელი „თურქს“ უწოდებს. როგორ შეიძლება მას შეურაცხყოფა მიაყენო, ჩვენს ქართველს?! ჩვენი მედროშე თემურ ქათამაძე უნდა გათავისუფლდეს!” - აცხადებენ შეკრებილები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება