ფრიდრიხ მერცი - ჩვენ აშშ-ში არჩევნებს პატივს ვცემთ და ველით, რომ აშშ აქაც იგივეს გააკეთებს

ჩვენ აშშ-ში არჩევნებს პატივს ვცემთ და ველით, რომ აშშ აქაც იგივეს გააკეთებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა, ოპოზიციური „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

გერმანიის კანცლერობის კანდიდატი, ფრიდრიხ მერცი მიუნხენში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის გუშინდელ სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ „ევროპა მისი ფუნდამენტური ღირებულებებისგან უკან იხევს“, ხოლო ევროპელი ლიდერები ულტრამემარჯვენე პარტიებთან მუშაობაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა.

„ჩვენ აშშ-ში საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევნებს პატივს ვცემთ და ველით, რომ წელს აშშ აქაც იგივეს გააკეთებს. ჩვენ ვიცავთ წესებს, რომლებსაც ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები გვაძლევს. სიტყვის თავისუფლება ჩვენი ღია დემოკრატიული საზოგადოების ნაწილად რჩება. ასევე, უნდა ვთქვა, რომ გუშინ ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ პრესცენტრიდან საინფორმაციო სააგენტოს არასდროს გავაძევებდით“, - აღნიშნა მერცმა.

ცნობისთვის, გუშინ თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ საინფორმაციო სააგენტოს Associated Press-ის ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტსა და პრეზიდენტის თვითმფრინავზე Air Force One-ზე არ დაუშვებს, რადგან სააგენტომ „მექსიკის ყურის“ ნაცვლად „ამერიკის ყურის“ გამოყენებაზე უარი განაცხადა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება