ჯო უილსონი - მადლობელი ვარ ოლაფ შოლცთან შეხვედრისთვის, რათა უკრაინის მხარდაჭერისა და საქართველოში დემოკრატიის აღდგენის აუცილებლობის საკითხები განგვეხილა

მადლობელი ვარ ოლაფ შოლცთან შეხვედრისთვის, რათა უკრაინის მხარდაჭერისა და საქართველოში დემოკრატიის აღდგენის აუცილებლობის საკითხები განგვეხილა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„მადლობელი ვარ გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრისთვის, რათა უკრაინის მხარდაჭერისა და საქართველოში დემოკრატიის აღდგენის აუცილებლობის საკითხები განგვეხილა. მადლობელი ვარ გერმანიის ქმედებებისთვის, განსაკუთრებით რუსეთიდან ენერგომომარაგების შეწყვეტისთვის! ჩვენ შეგვიძლია მეტის გასაკეთებლად ერთად ვიმუშაოთ და დიქტატორები დავამარცხოთ“, - წერს ჯო უილსონი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება