სამოქალაქო აქტივისტის, დავით ფუთურიძის ინფორმაციით, მას უცნობი პირები ქუჩაში თავს დაესხნენ

სამოქალაქო აქტივისტის, დავით ფუთურიძის ინფორმაციით, მას უცნობი პირები ქუჩაში თავს დაესხნენ.

როგორც აქტივისტი თავად ჰყვება, თავდამსხმელები უცნობი პირები იყვნენ, თუმცა, მათი ამოცნობა შეუძლია.

„სახლიდან გამოვედი, უნდა გავსულიყავი საქმეზე. გამოვიარე და ქუჩაში ერთი მაღალი, გამხდარი ტიპი იდგა, იქით იდგა ჩემზე ოდნავ დაბალი ტიპი. შლაგბაუმთან იდგა პირბადიანი ადამიანი. ამ დაბალმა მომიქნია ხელი ტელეფონზე რომ ვლაპარაკობდი, ტელეფონი დამაგდებინა. წინააღმდეგობის გაწევა დავიწყე და უკნიდან მომხვდა რაღაც საგანი, შევბარბაცდი და წავიქეცი. სახეზე ავიფარე ხელი და ორი წუთი, ალბათ, მირტყამდნენ. არცერთი არ მეცნობოდა, მაგრამ რომ ვნახო ახლა ვიცნობ. ტერიტორია მუქი ნაცრისფერი მერსედესით დატოვეს.

ერთი შეგინება გავიგონე. მეოთხე ადამიანიც თან ახლდათ, მძღოლი. ვუკავშირებ პოლიტიკურ აქტივობას, აქციებზე აქტიურად ვარ. რომ მომიტაცეს გრაფიტების დაწერის გამო, "მესიჯი" იყო მარტივი, გაჩუმდიო, რადგან არ გავჩუმდი და გავაგრძელე აქტიურობა, რაღაცნაირად უნდა გამსწორებოდნენ და მოიფიქრეს ეს.

ერთი კვირაა, რაც აქ გადმოვედი, ფიზიკურად ვერ ეცოდინებოდა ვერავის, რადგან არსად ფიქსირდება, რომ აქ ვცხოვრობ. [მომხდარის შემდეგ] პოლიცია არ გამომიძახებია. არ ვთვლი, რომ რამე რეაგირება ექნება. ისეთი ქუჩაა, კამერები იქნება", - ამბობს დავით ფუთურიძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება