ევროკავშირის პრესსპიკერი - ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს არ აღიარებს

ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს არ აღიარებს, - ამის შესახებ განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი ავრცელებს.

„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, როგორც ეს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად არის აღიარებული. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც ჩატარდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, 2025 წლის 15 თებერვალს, აღვნიშნავთ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ის ჩატარდა. ევროკავშირი თავისი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას გააგრძელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება