საია-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, 2019-2024 წლებში, ადმინისტრაციული პატიმრობა, ჯამში, 7642 პირს შეეფარდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე 2019-2024 წლების ადმინისტრაციული პატიმრობის სტატისტიკას აქვეყნებს.

როგორც საია-ს თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს სტატისტიკა წლების მიხედვით მზარდია.

უფრო კონკრეტულად, ნონა ქურდოვანიძის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2019-2024 წლებში, ადმინისტრაციული პატიმრობა, ჯამში, 7642 პირს შეეფარდა.

“როგორ იზრდებოდა ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი წლების მიხედვით:

2019 წელი - ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 901 პირს;

2020 წელი - ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 662 პირს;

2021 წელი - ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 620 პირს;

2022 წელი - ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 1707 პირს;

2023 წელი - ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 1961 პირს;

2024 წელი - ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 1791 პირს”, - წერს ნონა ქურდოვანიძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება