გიგი წერეთელი - ეს არის ავტოკრატიის გზა, ეს არის მოდელი, რომელიც ტოტალიტარულ ქვეყნებშია

სამწუხაროდ, გზა ავტოკრატიისკენ მიდის - იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების დაუცხრომელი გმირული სულისკვეთება, რომ თავისი მომავალი არ დათმოს, რუსეთის ნაწილი არ ვიყოთ და ვიყოთ ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად წარმატებით დასრულდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა, თბილისში მიმდინარე აქციაზე განცხადა.

მან ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ტოტალიტარულ ქვეყნებში ხდება.

“ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილია ჩართული დემოკრატიულ პროცესში, ხელისუფლება კი ცდილობს ჯიუტად არ შეხედოს არაფერს, არ მიიღოს ეს ყველაფერი სერიოზულად; პოლიტიკურ ნიადაგზე ამდენი ადამიანია დაკავებული; მზია ამაღლობელი შიმშილობს და მისი ჯანმრთელობა მძიმეა; პრაქტიკულად სრული საერთაშორისო იზოლაციაა - მაგალითად, ამერიკაში ყველა ტრიალებს საქართველოს ხელისუფლების გარდა; მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ არის; პარლამენტი ერთპარტიული გახდა - თუ ამ ყველაფერს ერთად დავალაგებთ, ვნახავთ, რომ ეს არის ავტოკრატიის გზა, ეს არის მოდელი, რომელიც ტოტალიტარულ ქვეყნებშია, სადაც იგნორირებულია საზოგადოების აზრი, ფეხქვეშაა გათელილი კანონმდებლობა, სასამართლო დაქვემდებარებულია, კონსტიტუციური პრინციპები დომინანტი არ არის და სადაც საერთაშორისო, დემოკრატიული მსოფლიოსგან დისტანცირება ხდება. სამწუხაროდ, ეს გზა ავტოკრატიისკენ მიდის. იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების ეს დაუცხრომელი გმირული სულისკვეთება, რომ თავისი მომავალი არ დათმოს, რუსეთის ნაწილი არ ვიყოთ და ვიყოთ ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად წარმატებით დასრულდება”, - განაცხადა წერეთელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება