მოშიმშილე თემურ ქათამაძე კლინიკიდან ისევ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში გადაიყვანეს

პროტესტის მონაწილე თემურ ქათამაძე, რომელიც 30-ე დღეა შიმშილობს, კლინიკიდან ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში გადაიყვანეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქათამაძის უფლებადამცველმა, საია-ს იურისტმა მარიამ გაბროშვილმა განუცხადა.

როგორც გაბროშვილმა განმარტა, ქათამაძეს კლინიკაში გამოკვლევები და გადასხმები ჩაუტარდა.

„თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ ის უკვე 30-ე დღეა იმყოფება სრულ შიმშილობაზე. შიმშილობის ამ ვადის გათვალისწინებით მას აღენიშნება წონაში კლება, რასაც თან ახლავს სისუსტე, თუმცა, თავს მაინც მხნედ გრძნობს. მან ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ განაცხადა უარი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე, თუმცა, დათანხმდა დღეს და მისი თანხმობის შესაბამისად გადაიყვანეს კლინიკა „ჰელსიკორში“, სადაც ჩაუტარდა გამოკვლევები, გადასხმები და რამდენიმე საათის შემდეგ დააბრუნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში, რადგან ექიმების განმარტებით არ საჭიროებდა დამატებით ჰოსპიტალიზაციას", - განუცხადა მარიამ გაბროშვილმა "ინტერპრესნიუსს".

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს