ვაჟა სირაძე - დღეს ჩვენ, პოლიცია მივედით ხალხთან - გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით პირი პოლიციელის სიტყვიერი ნათქვამის გამო არ ჯარიმდება, ყველა შემთხვევაში გვაქვს წარმოდგენილი კადრი

შეკრებისა და მანიფესტაციის წესი კანონით არის დარეგულირებული და ამ პერიოდში გზის გადაკეტვის შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციები არსებობს. დღეს ჩვენ, პოლიცია მივედით ხალხთან - გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით პირი პოლიციელის სიტყვიერი ნათქვამის გამო არ ჯარიმდება, ყველა შემთხვევაში გვაქვს წარმოდგენილი კადრი,- ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის პარალელურად „ტვ პირველს“ თავისუფლების მოედანზე განუცხადა.

მისი თქმით, გზის გადაკეტვის საქმეებთან დაკავშირებით სასამართლოში შესაბამისი მტკიცებულებები აქვთ წარმოდგენილი. ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ არის საქმეები, სადაც კადრები არ არსებობს, ვაჟა სირაძემ ასეთის დასახელება ითხოვა, რაზეც ჟურნალისტმა რეპერ „ლექს-სენის“ საქმე დაუსახელა.

სირაძემ განაცხადა, რომ კონკრეტულ შემთხვევებზე ვერაფერს იტყვის.

„კანონით არის დარეგულირებული აქცია, აქციის ჩატარების წესი, შეკრებისა და მანიფესტაციის წესი და ამ პერიოდში გზის გადაკეტვის შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციები. დღეს ჩვენ მივედით ხალხთან. ასევე, 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ მივედით აქციის ორგანიზატორებთან, ვუთხარით, რომ დავეხმარებოდით. შევთანხმდით, რომ გზის მეორე მხარეს აპირებდნენ გადასვლას. პოლიციამ დავუკეტეთ საავტომობილო მოძრაობა, რა დროსაც ხალხმა მოძრაობა დაიწყო, რის შემდეგაც გარკვეულმა პირებმა ხალხი გააჩერეს და განზრახ გადაკეტეს სავალი გზა. შესაბამისად, დავიწყეთ ადმინისტრაციული წარმოება, იდენტიფიცირებულები იქნენ პირები და სამართლებრივი ზომები მივიღეთ“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

გარდა ამისა, სირაძემ ისაუბრა „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით და კითხვაზე, რატომ არ მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ საქმეზე სამხრე კამერების ჩანაწერები, სირაძე პასუხობს: „ნებისმიერ ფაქტთან დაკავშირებით რაც უწყებას სჭირდება, აქტიურად ვთანამშრომლობთ“.

მისივე თქმით, პოლიციის თანამშრომელი უფლებამოსილია გამოიყენოს სამხრე კამერა, როდესაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ“.

„გადაკეტვის და მოძრაობის რეგულირების მიზნით იმ პერიოდში გარკვეული ეკიპაჟები იდგნენ. თუ რომელიმე ეკიპაჟი რაიმე ძალადობის ან დანაშაულის ფაქტს შეესწრო, განმარტებას გააკეთებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მიმდინარეობს გამოძიება და ბიჭები იკითხებიან. მე არ ვიძიებ, ვინც იძიებს, გამოიძიებს ბოლომდე. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, არავის მოსწონს ძალადობა, თუ ასეთი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაწყებულია და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომელიც იდგა, აუცილებლად დაიკითხება“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო