რასა იუკნევიჩიენე - 80 დღე ქუჩებში საქართველოს ევროპული ოცნებისთვის, თქვენ ევროპის გმირები ხართ! -  ევროპული ქვეყნების ლიდერებო, საქართველოს შეხედეთ

80 დღე ქუჩებში საქართველოს ევროპული ოცნებისთვის, თქვენ ევროპის გმირები ხართ! ევროპული ქვეყნების ლიდერებო, საქართველოს შეხედეთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“80 დღე ქუჩებში საქართველოს ევროპული ოცნებისთვის. თქვენ ევროპის გმირები ხართ! ევროპული ქვეყნების ლიდერებო, საქართველოს შეხედეთ,” - წერს იუკნევიჩიენე.

თავის პოსტში ევროპარლამენტარს მონიშნული ჰყავს ევროპის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპარლამენტში “ევროპული სახალხო პარტიის” ჯგუფი და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026