საბა სხვიტარიძე - მაწამეს, მაგრამ  ვერ გამტეხეს, დამაკავეს, მაგრამ თავისუფლება ვერ წამართვეს - საკნის კედლები სულ რომ კუბოსავით შემივიწროოთ, ჩემზე თავისუფალი მაინც ვერ იქნებით - ქართველი ხალხი არ დათმობს ევროპულ მომავალს

როგორ შეიძლება ათასობით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე და 53 სისხლის სამართლის საქმეზე მხოლოდ პროკურატურა იყოს მართალი?! როგორ შეიძლება პროკურატურა ერთხელ მაინც არ შეცდეს?! - დღეს მე შეიძლება დამაკავეს, მაგრამ ყველას ვერ დაიჭერთ, ქართველი ხალხი არ დათმობს ევროპულ მომავალს,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული საბა სხვიტარიძის წერილშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტთან გამართულ აქციაზე წაიკითხეს.

სხვიტარიძის თქმით, სასამართლო ყოველი უსამართლო გადაწყვეტილებით საქართველოს და ქართველი ხალხის დემოკრატიულ მომავალს უქმნის საფრთხეს.

“მე მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს; მე დამაკავეს, მაგრამ თავისუფლება ვერ წამართვეს. საკნის კედლები სულ რომ კუბოსავით შემივიწროოთ, ჩემზე თავისუფალი მაინც ვერ იქნებით.

სასამართლო - ყოველი უსამართლო გადაწყვეტილებით საქართველოს და ქართველი ხალხის დემოკრატიულ მომავალს უქმნით საფრთხეს. ძირს უთხრით ევროპულ მომავალს და მიგვაქანებთ რუსეთში, ირანსა და ჩინეთში.

როგორ შეიძლება ათასობით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე და 53 სისხლის სამართლის საქმეზე მხოლოდ პროკურატურა იყოს მართალი?!

როგორ შეიძლება პროკურატურა ერთხელ მაინც არ შეცდეს?! არ ვიცი, რას გიხდიან ან რით გაშინებენ, მაგრამ ახალგაზრდების ცხოვრების დანგრევისთვის და უსამართლობის დაკანონებისთვის,

მოვა დრო და ხალხის წინაშე გადაიხდით ვალს. მოვა დრო და ხალხი გამოგიტანთ განაჩენს თქვენი ყოველი ქმედების გამო.

დღეს მე შეიძლება დამაკავეს, მაგრამ ყველას ვერ დაიჭერთ. ქართველი ხალხი არ დათმობს ევროპულ მომავალს. მოვა დრო და როდესაც გამოუყენებლები იქნებით რეჟიმისთვის, უსამართლობის წინაშე თქვენც დადგებით.

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! თავისუფლება მზიას! ცეცხლი ოლიგარქიას!” - წერს საბა სხვიტარიძე წერილში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება