ანდრო ჭიჭინაძე აქციის მონაწილეებს - თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხვდე, ყველგან შეგიძლია ბედნიერი იყო - მადლობა თავისუფლებისთვის

თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხვდე, ყველგან შეგიძლია ბედნიერი იყო, - ეს სიტყვები პატიმრობაში მყოფ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს ეკუთვნის, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე წაიკითხეს.

საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში მსახიობი საზოგადოებას „თავისუფლებისთვის მადლობას უხდის“.

„სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო, როგორ გამოვხატო მადლიერება იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. ძალიან ვცდილობ, პათეტიკური არ ვიყო, მაგრამ კონტექსტმა გამწირა და მგონი, ცოტა მომიწევს. როცა ვამბობ - თქვენ, ვგულისხმობ თითოეულ თქვენგანს, პირადად და კონკრეტულად, ნაცნობებს და უცნობებს. თქვენ ხართ ადამიანები, რომელთაც გააზრებული პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული პირველ რიგში, საკუთარ თავზე და აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა იცხოვროს ღირსეულ გარემოში, სადაც ყველა ადამიანი იქნება თანასწორი, დაცული და სოლიდარული. ვამაყობ თითოეული თქვენგანით. თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხვდე, ყველგან შეგიძლია ბედნიერი იყო, ნებისმიერი უარყოფითი, გადათარგმნადია დადებითში და სიყვარულში. ალბათ, ჩვენი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის, გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში, როგორც საკუთარ თავში, ისე სხვაში. ალბათ, თავისუფლებაც ეს არის და დიდი მადლობა თქვენ ამ თავისუფლებისთვის, მენატრებით“, - აცხადებს ჭიჭინაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება