თემურ ქათამაძე - მზად ვარ საქართველოსთვის თავი გავწირო - დღეს, ჩემი ქართველობის და სამშობლოს ბრძოლა უკვე დაგვირგვინებულია

მე მზად ვარ საქართველოსთვის თავი გავწირო. ქუჩაში ვინც დგახართ ყველა მიყვარხართ. დღეს, ჩემი ქართველობის და სამშობლოს ბრძოლა უკვე დაგვირგვინებულია. ძალიან ამაყი ვარ, - ამის შესახებ საპროტესტო აქციებზე დაკავებული თემურ ქათამაძე წერილში წერს.

თემურ ქათამაძე 30-ე დღეა შიმშილობს. მისი წერილი საპროტესტო აქციაზე წაიკითხეს.

„ჩემი სახელი და გვარია გაფარ ილმაზი, ჩვენებურად - თემურ ქათამაძე. მე თურქეთის ქართველებიდან ვარ. ჩემი წინაპრები მუჰაჯირები იყვნენ, ქობულეთის სოფელ ხინოდან წასულები 150 წლის წინ, ორდუს პროვინციაში, ფაცაში ჩასახლებულები. სტამბულში დავიბადე, მაგრამ სკოლის ასაკამდე ფაცაში ვიზრდებოდი ბებია-ბაბუასთან. იქ ქართველი მუჰაჯირები ერთად დასახლებულები იყვნენ. თავიდან, 100 წლის განმავლობაში, ყველაფერ ქართულს ინარჩუნებდნენ. აჭარიდან წასული ხალხი ქართულად საუბრობდა, ქართულ კერძებს აკეთებდა, ქართულ ბეღლებს აშენებდა და ხილის დამყნამდე მისვლამდე ყველაფერს ისე აკეთებდნენ, როგორც საქართველოში.

მე მზად ვარ საქართველოსთვის თავი გავწირო. აბა, ვნახოთ, ჩემნაირი მამულიშვილისთვის ივანიშვილის რეჟიმმა, რა უნდა გაიმეტოს. ქუჩაში ვინც დგახართ ყველა მიყვარხართ. დღეს, ჩემი ქართველობის და სამშობლოს ბრძოლა უკვე დაგვირგვინებულია. ძალიან ამაყი ვარ. მე დღემდე, ისე ვიცხოვრე, რომ საქართველოს სიყვარულის გარდა ხელები ვერაფერმა ვერ დამიბორკილა და ციხეში ვერ ჩამსვა“,-ნათქვამია თემურ ქათამაძის წერილში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება