ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა დაუპირისპირდებიან.

ინფორმაციას რუსული მედია აფახაზეთის ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება მეორე ტური, რომელშიც გუნბა ბადრა და არძინბა ადგური მიიღებენ მონაწილეობას“, - განუცხადა ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დიმიტრი მარშანმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, „წინასწარი შედეგები“ დღეს შუადღისას გამოცხადდება.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. „პრეზიდენტობისთვის“ ხუთი „კანდიდატი“ იბრძოდა: ბადრა გუნბა, ადგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა და ადგურ ხურხუმალი.

შეგახსენებთ, გუშინ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა, ანუარ ელ ანუნმა განცხადება გაავრცელა, რომელშც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს არ აღიარებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება