რუსეთის დუმის სპიკერი - ევროკავშირსა და მის საერთაშორისო ინსტიტუტებს სერიოზული ცვლილებები ელის, ეს ადვილად არ მოხდება და მტკივნეული იქნება

ევროკავშირსა და მის საერთაშორისო ინსტიტუტებს, მათ შორის საპარლამენტოს, სერიოზული ცვლილებები ელოდება, რაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ აჩვენა, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

„მიუნხენში მიმდინარე მოვლენების გაანალიზებისას, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ: ევროკავშირს, მის საერთაშორისო ინსტიტუტებს, მათ შორის საპარლამენტოს, სერიოზული ცვლილებები ელის“, - წერს ვოლოდინი და დასძენს, რომ ეს ცვლილებები ადვილად არ მოხდება და მტკივნეული იქნება.

მისი მტკიცებით, კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ობიექტურად შეაფასა ის, რაც ევროპის ქვეყნებში ხდება.

"მაგრამ მას მხარი არ დაუჭირეს. კონფერენციის მონაწილეები არ იყვნენ მზად საკუთარ თავზე სიმართლის მოსმენისთვის", - წერს რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი.

„ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში დემოკრატიული პროცედურები დეკორატიულ ხასიათს იძენს. პანევროპულ სტრუქტურებში ის დიდი ხანია დავიწყებული და იგნორირებულია“, - წერს ვოლოდინი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება