სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში არ არსებობს არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც არ კონტროლდება ერთი პარტიის მიერ, ამ პარტიას აკონტროლებს ერთი კაცი და ამ ერთ კაცს - დიდი ალბათობით, მოსკოვი

როდესაც ხალხის ნებას აღარ აღიარებ, შენ უკვე ნაწილობრივ წყვეტ იყო დემოკრატია, როდესაც ხალხის სურვილის წინააღმდეგ მიდიხარ, შენ არ ხარ დემოკრატია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, „არის საქართველო ისევ დემოკრატია?“ - სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „ძლივსღა“.

კითხვაზე, „როდის შეწყვიტა საქართველომ იყოს დემოკრატია?“ - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა უპასუხა:

„შესაძლოა, არჩევნების დროს, რადგან, როდესაც ხალხის ნებას აღარ აღიარებ, შენ უკვე ნაწილობრივ წყვეტ იყო დემოკრატია. და კიდევ უფრო მეტი, როდესაც არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ მთავრობა, რომელიც ითვლება არალეგიტიმურად და რომელიც წავიდა საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ, რომელმაც ერთგვარად უარყო კონსტუტუციის 78-ე მუხლი, რომელიც აწესებს ვალდებულებას ქვეყნის ყველა ინსტიტუტისთვის, გააკეთონ ყველაფერი თავიანთი კომპეტენციის და შესაძლებლობის ფარგლებში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშესაწყობად და დასაჩქარებლად, როდესაც ამ მუხლის წინააღმდეგ მთავრობა ღებულობს გადაწყვეტილებას შეაჩეროს მოლაპარაკებების პროცესი ევროკავშირში გაწევრიანებაზე - ეს არის ანტიკონსტიტუციური, ეს არის ხალხის ნების საწინააღმდეგო, რადგან დამოუკიდებლობის აღდგენიდან, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, და ბევრი, ბევრი წელი მანამდე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი უჭერს მხარს, როდესაც შენ ამ სურვილის წინააღმდეგ მიდიხარ, შენ არ ხარ დემოკრატია“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში არ არსებობს არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც არ კონტროლდება ერთი პარტიის მიერ.

„საქართველოში არ არსებობს არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც არ კონტროლდება ერთი პარტიის მიერ და ეს პარტია კონტროლდება ერთი კაცის მიერ და ეს კაცი, დიდი ალბათობით, კონტროლდება მოსკოვის მიერ“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა ინტერვიუში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო