ინდოეთში რკინიგზის სადგურზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში, რკინიგზის სადგურზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ასობით ადამიანი კუმბა-მელას რელიგიურ დღესასწაულზე დასასწრებად, რომელიც ქალაქ პრაიაგრაჯში მეზობელ უტარ-პრადეშის შტატში იმართება, დაგვიანებულ მატარებელზე ასვლას ცდილობდა, ნაწილი კი აღნიშნული დღესასწაულიდან უკან ბრუნდებოდა.

დაღუპილთა შორის 4 ბავშვი და 10 ქალია.

ოპოზიციის ლიდერები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

„პრაიაგრაჯში მიმავალი მორწმუნეების დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, სადგურზე უკეთესი ორგანიზება უნდა განხორციელებულიყო“, - განაცხადა ინდოეთის საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერმა, რაჰულ განდიმ.

ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია ჭყლეტა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება