Reuters - ისრაელმა აშშ-სგან MK-84 ბომბების ტვირთი მიიღო

ისრაელმა შეერთებული შტატებისგან MK-84 ტიპის საავიაციო ბომბების ტვირთი მიიღო, - ინფორმაციას Reuters-ი ისრაელის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საბრძოლო მასალის ტვირთი, რომელიც ისრაელში ჩამოვიდა, წარმოადგენს მნიშვნელოვან აქტივს საჰაერო ძალებისთვის და ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის და ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის ძლიერი ალიანსის დამატებითი მტკიცებულებაა“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელში 2 000 ფუნტიანი (დაახლოებით 900 კგ-იანი) MK-84 ტიპის საავიაციო ბომბების გაგზავნა დაბლოკა იმ მიზეზით, რომ მჭიდროდ დასახლებულ ღაზას სექტორში მათი გამოყენების შემთხვევაში, მოსახლეობას სერიოზული საფრთხე შეექმნებოდა. დონალდ ტრამპმა მისი წინამორბედის ეს გადაწყვეტილება იანვარში გააუქმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს