ოლაფ შოლცი - უკრაინელების გარეშე გამოსავალი არ იქნება - აუცილებელია ევროპელი ლიდერების ინტეგრირება გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ყველამ ანგარიში უნდა გაგვიწიოს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებს, გარკვევით განუცხადოს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომ ევროპა და აშშ გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

შოლცმა გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში უკრაინელების მონაწილეობის გარეშე გამოსავლის გამონახვა ვერ მოხერხდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელების გარეშე გამოსავალი არ იქნება. ცხადია, თუ ვინმეს სურს, რომ ევროპა სამომავლოდ იყოს ჩართული სამშვიდობო სტრუქტურებში, აუცილებელია ამის განხილვა ევროპასთან და ევროპელი ლიდერების ინტეგრირება გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - აღნიშნა შოლცმა.

მისი მტკიცებით, ევროპის ქვეყნები ერთად უფრო მეტს ხარჯავენ უკრაინისთვის, ვიდრე აშშ.

„ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ ყველამ ანგარიში გაგვიწიოს“, - აღნიშნა შოლცმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს