ჟან-ნოელ ბარო - საფრანგეთი უკრაინისა და უსაფრთხოების საკითხებზე ევროპულ სამიტს ორშაბათს უმასპინძლებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ დაადასტურა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ორშაბათს ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტს გამართავს, რათა უკრაინაში მიმდინარე ომი და ევროპის უსაფრთხოება განიხილონ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

”ის მოიწვევს ევროპის მთავარ ქვეყნებს, რათა განიხილონ ევროპული უსაფრთხოება”, - განუცხადა ჟან-ნოელ ბარომ რადიო France Inter-ს და დასძინა, რომ შეხვედრა იქნება სამუშაო სესია და მისი ”ზედმეტად დრამატიზირება“ არ უნდა მოხდეს.

ამასთან, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა არ დააკონკრეტა, რომელი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ შეხვედრაში მონაწილეობას.

Reuters-ი ექვს ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ პარიზში მიწვეულ ქვეყნებს შორის არიან გაერთიანებული სამეფო, გერმანია, პოლონეთი, იტალია, დანია, ასევე ევროკავშირის ხელმძღვანელობა და ნატო-ს გენერალური მდივანი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს