ანონსი 17 თებერვალი

17 თებერვალს, 09:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

17 თებერვალს, 10:00 საათზე, პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

17 თებერვალს, 11:00 საათზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისადმი (ILO) საქართველოში საჯარო სექტორში მიმდინარე საკადრო წმენდის გამო საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოწოდება“.

მის: პეტრე მელიქიშვილის 10, სასტუმრო „მერკური“

საკონტაქტო: ანასტასია რაიკი - 597 11 44 72

17 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამაზ ხუბუას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში. რა პროცესები ვითარდება დროებით ოკუპირებულ რეგიონში და რა გავლენა, შეიძლება, იქონიოს ე.წ. არჩევნების შედეგებმა ვითარებაზე“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

17 თებერვალს, 11:15 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ვახტანგ ყოლბაიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში. რა პროცესები ვითარდება დროებით ოკუპირებულ რეგიონში და რა გავლენა, შეიძლება, იქონიოს ე.წ. არჩევნების შედეგებმა ვითარებაზე“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

17 თებერვალს, 11:30 საათზე, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „ვირუსის პიკის პერიოდი, გრიპით გარდაცვალება და ვირუსის ტიპები“.

მის: ერწოს ქ. N11

საკონტაქტო: 599 726 565

17 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N534 (C კორპუსი, V სართული)

17 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

17 თებერვალს, 12:30 საათზე, პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

17 თებერვალს, 13:00 საათზე, პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

17 თებერვალს, 14:00 საათზე, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა პარტიის ოფისში ბრიფინგს გამართავს.

მის: აკაკი ბელიაშვილის 68, III სართული.

17 თებერვალს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გაიმართება კვლევის პრეზენტაცია, რომელიც ასახავს საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას თამბაქოს პოლიტიკის დასრულების შესახებ.

საკონტაქტო: 551150773

17 თებერვალს, 15:00 საათზე, ახალი მოძრაობის პრეზენტაცია გაიმართება.

თემა: „ბრიფინგზე მოძრაობის წარმომადგენლები საზოგადოებას მისი მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გააცნობენ. მომხსენებლები: ვახუშტი მენაბდე, ლევან ლორთქიფანიძე, თათია დვალი, ელენე ფასური“.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.11, ეგნატე ნინოშვილის ბიუსტთან

საკონტაქტო: 593 935 233

17 თებერვალს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

17 თებერვალს, 15:30 საათზე, პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

17 თებერვალს, 16:00 საათზე, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

17 თებერვალს, 16:00 საათზე, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

17 თებერვალს, 18:30 საათზე, „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადება.

მის: გორგასლის #20

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს