აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებს ყვავილები და სანთლები მიაქვთ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ე.წ. ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, სიმბოლურად თოჯინები, ყვავილები და სანთლები მიიტანეს. მათ ამ ფორმით სამძიმარი გამოუცხადეს დაღუპულთა ოჯახებს.

"სანამ ჩვენ შვილებამდე მოვიდნენ, უნდა გავაკეთოთ რამე, თუნდაც სიმბოლურად გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, რათა მომავალში კიდევ ერთი ბავშვი არ შეეწიროს”, - აცხადებს აქციის მონაწილე ნათია სირაბიძე.

ცნობისთვის, ბათუმში, უბედურ შემთხვევას ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება