ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი - მადლობა საქართველო! თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ მომდევნო ქვეყნისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება

„თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწია, რომ რუმინეთისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება“, – ამის შესახებ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა, სპიროს კაპრალოსმა განაცხადა და „ბაკურიანი 2025“ შეაჯამა.

კაპრალოსმა ოლიმპიადის შეფასება მადლიერების გამოხატვით დაიწყო და ფესტივალის წარმატებულად ჩატარებაში ორგანიზატორების როლი ხაზგასმით აღნიშნა.

„ძალიან ბედნიერები და იღბლიანები ვართ, რომ გვყავს მამუკა ხაბარელი და სხვა ორგანიზატორები, მოხალისეები, ვინც ფესტივალის ყველა მონაწილის ცხოვრება გაალამაზა. ჩვენ საქართველოში გავატარეთ მთელი კვირა, 7 შთამბეჭდავი დღე და ბედნიერები ვართ - ჩვენ, დელეგაციები, რომ ასეთი ფანტასტიკური შეჯიბრებები ჩატარდა. სრულყოფილი პირობები იყო შექმნილი – ეს არის, რისი თქმაც შემიძლია. თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ რუმინეთისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება!“ - განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა.

„ბაკურიანი 2025“ 9 თებერვალს გაიხსნა. 16 თებერვალს გამართულ ოფიციალური დახურვის ცერემონიაზე, დროშა მომავალ მასპინძელ ქვეყანას – რუმინეთს გადაეცა. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2027 წელს, ქალაქ ბრაშოვში ჩატარდება.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება