სოზარ საუბარი - 60 წლის წინ მოხდა ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა და ტრამპი ამბობს, რომ ახლა უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი და თქვენ 12 წელი რატომ გიკვირთ?

60 წლის წინ მოხდა ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა და ტრამპი ამბობს, რომ ახლა უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი და თქვენ 12 წელი რატომ გიკვირთ? 12 წლის განმავალობაში უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ საუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის დღევანდელ სხდომაზე მოუსმენენ პროკურატურიდან ირაკლი ნადარეიშვილს, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გიორგი სანტურიანს და შინაგან საქმეთა სამინისტროდან ალექსანდრე დარახველიძეს.

როგორც საუბარი აღნიშნავს, ის პირები, ვინც საგამოძიებო კომისიაზე არ მივლენ, კანონის წინაშე აგებენ პასუხს.

„საგამოძიებო კომისიაზე დაბარებას არ სჭირდება არავის ნდობა. ეს არის კანონით დადგენილი ვალდებულება. ვინც არ მოვა პასუხს აგებს კანონის წინაშე. კანონი ითვალისწინებს რამდენიმე სხვადასხვა სანქციას - ეს არის ჯარიმა, 3 წლით თანამდებობის აკრძალვა, ან ერთ წლამდე პატიმრობა. შესაბამისად, ეს საქმეები იქნება გადაგზავნილი შესაბამის უწყებებში, თუ ვინმე არ მოვა. როდესაც ლაპარაკია რომ კომისიაზე არ მოსვლა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა, ეს გაწერილია კანონში. ჩვენ ბუნებრივია, არავის პასუხისმგებლობა არ გვინდა. პირიქით, გვინდა, რომ ადამიანები მოვიდნენ, გასცენ იმ კითხვებზე პასუხი, რომელიც კომისიას აქვს მათ მიმართ. თუ ვიღაც არ ემორჩილება კანონს, ამ შემთხვევაში კანონი მოქმედებს ავტომატურად და არა იმის გამო, რომ ამის სურვილი აქვს ვინმეს.

რაც შეეხება პარტიის აკრძალვას - პარტიის აკრძალვა-არ აკრძალვა არ არის მიზანი. მიზანი არის, ნათელი მოეფინოს იმ სისტემურ დანაშაულებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა და ამის შემდეგ მიღებულო იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა საუბარმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო