კომპანია world logistics-ი ჩინეთიდან ტვირთებს 20 დღეში ჩამოგიტანთ

ჩინეთიდან ტვირთის ტრანსპორტირებაზე გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე, გაიზარდა საქართველოს სატრანზიტო ველი. ბაზარზე გამოჩნდა ახალი კომპანიები WORLDLOG და SILKPOST რომელებიც ჩინეთის სახმელეთო ხაზის სერვის ოპერატორები არიან. ცნობისათვის, გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ სატვირთო ავტომობილებით, რაც სატრანზიტო ვადის მინიმუმამდე შემცირებას უწყობს ხელს.

კომპანია SILK POST-ი დაარსდა 2020 წელს. World logistics 2022 SILK POST და WORLDLOG აწარმოებს საერთაშორისო სახმელეთო ამანათებისა და მოცულობითი ტვირთების გადაზიდვას.

SILK POST-ი ჩინეთიდან ახორციელებს სახმელეთო ამანათების გადაზიდვებს, WORLD LOG მოცულობითი ტვირთების.

კომპანიები მომხმარებლების ინტერესებზეა მორგებული: ჩინეთში ნივთის შეძენის პროცესი მათთვის გამარტივებულია, ფასები მათზეა მორგებული და ნებისმიერი სირთულის ამანათისა და ტვირთის ტრანსპორტირება ხდება სასურველ ლოკაციამდე.

SILK POST ფილიალები წარმოდგენილია: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში.

მომხმარებლებისთვის უფრო კომფორტული რომ იყოს სერვისი, საწყობები გვაქვს ჩინეთის ორ ქალაქში: გვანჯოუ, ივუ, და გადაზიდვებს ვანხორციელებთ საკუთარი მანქანებით. ჩვენი პრიორიტეტი სატრანზიტო ვადებია. მომხმარებელი საქართველოში ამანათებსა და ტვირთებს იღებს ჩინეთის საწყობში მიტანიდან 20 დღეში, - აღნიშნავს სილქ ფოსტის დირექტორი რეზო რუხაძე.

ცნობისათვის, კომპანიებმა, ჩინეთიდან 2024 წლის მანძილზე თვეში დაამუშავა 1 400 კუბამდე ტვირთები. ეს ნიშნავს, რომ თვეში ჩინეთიდან გამოდიოდა 14 მანქანა.

2024 წელს კლიენტების მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიებმა დაამატეს თურქეთის მიმართულება. საწყობები მდებარეობს სტამბოლში, ევროპულ და აზიურ მხარეში, რაც აძლევს მათ საშუალებას ბაზარზე ჰქონდეთ კონკურენტუნარიანი ტარიფები. აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან კვირაში 2 ნაკრები ტვირთებისა და ამანათების მანქანა გამოდის. სატრანზიტო ვადა კი შეადგენს: 3-4 სამუშაო დღეს.

საქართველოს ხელსაყრელი სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. ამ მხრივ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით დიდი უპირატესობა გვაქვს. 2024 წელს ბაზარზე გაჩნდა მოთხოვნა ტრანზიტულ ქვეყნებზე. ესენია: აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი. ჩინეთიდან იმპორტირებული ტვირთები გავიტანეთ მეზობელ ქვეყნებში. განხორციელდა რამდენიმე მსხვილი პროექტი. დაინტერესება დიდია, მიმდინარეობს მოლაპარაკები სატრანსპორტო კომპანიებთან და უახლოეს პერიოდში ჩვენ კიდევ ბევრ საინტერესო პროექტში ჩავერთვებით მეზობელი ქვეყნების სატრანსპორტო კომპანიებთან ერთად, - ამბობს ვორლდ ლოგისტიკისის დირექტორი ეკა დიღმელაშვილი.

ჩინეთიდან საქართველოში, სახმელეთო მიმართულებით WORLDLOG და SILKPOST დღეს წარმოადგენს ლიდერ გადამზიდავ კომპანიებს.

ცნობისათვის, 2025 წელს კომპანიები გეგმავენ სატრანზიტო დროის შემცირებას, გზების ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად. ასევე, ზრდადი მოცულობებიდან გამოდინარე, კვირაში რამდენიმე რეისი დაემატება. შესაბამისად, იმპორტიორები უფრო მალე შეძლებენ შეკვეთილი პროდუქციის მიღებას თბილისის საწყობებში.

ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირება, კომპანიების მთავარი მიმართულებაა.

WORLDLOG-და SILK POST საერთაშორისო შერეული ტვირთების გადაზიდვებში წარმოადგენს სრული ლოგისტიკური მომსახურების ჯაჭვს. კლიენტი ერთ სივრცეში იღებს საერთაშორისო ტრანსპორტირების მომსახურებას, რომელიც დაფუძნებულია ოპერატიულობასა და სანდოობაზე. გათვალისწინებულია მომხმარებლის მიზნები, სურვილები, საჭიროებები და გამოიხატება შესაბამის მომსახურებაში.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო