საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მონაწილეობით „დიდი რვიანის“ ფორმატში დაბრუნების იდეაზე - დღეს ეს წარმოუდგენელია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო არ ეთანხმება რუსეთის მონაწილეობით „დიდი რვიანის“ ფორმატში დაბრუნების იდეას, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ პოლიტიკოსმა ფრანგულ ტელეარხ LTI-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„დღეს ეს წარმოუდგენელია", - განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ და დასძინა, რომ ახლა „დიდი შვიდეული" აერთიანებს "ყველაზე დიდ და განვითარებულ დემოკრატიებს", ხოლო რუსეთი „უფრო და უფრო ნაკლებად იქცევა როგორც დემოკრატია".

ამასთან, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვის მონაწილეობით „დიდი რვიანის“ ფორმატში დაბრუნების შესაძლებლობა არ არის გამორიცხული, თუ უკრაინაში „სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის“ მიღწევა მოხდება.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთის „დიდ შვიდეულში“ დაბრუნება სურს. „მინდა მათი დაბრუნება. ვფიქრობ, შეცდომა იყო მათი გაგდება. შეხედეთ, საქმე იმაში არ არის, მოგწონს თუ არა რუსეთი. ვფიქრობ, პუტინი სიამოვნებით დაბრუნდება“, - აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რუსეთი „დიდი რვიანის“ სახელმწიფოთა ჯგუფიდან 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო გარიცხეს და შესაბამისად, ჯგუფი მუშაობას „დიდი შვიდეულის“ ფორმატში, აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიის, იაპონიისა და კანადის მონაწილეობით, განაგრძობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს