ივანე ჩხაიძე - იაშვილის კლინიკაში მოთავსებული ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა 5 წლამდე ასაკისაა - 50%-ზე მეტი ფილტვების ანთება გვქონდა

ცხელებით და ხველით ექიმი და მშობელი ეჭვს ვერ მიიტანს ფილტვების ანთების არსებობაზე. სუნთქვა უჩვეულოდ უნდა იყოს გახშირებული-ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებმა ტემპერატურის და სატურაციის გაზომვასთან ერთად სუნთქვის სიხშირის დათვლაც ისწავლონ - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, გრიპის ვირუსის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებზე აქცენტი, ვინაიდან 5 წლამდე, განსაკუთრებით 1-2 წლის ასაკის ბავშვები რისკის ჯგუფში შედიან.

„იაშვილის კლინიკაში მოთავსებული ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა 5 წლამდე ასაკისაა. გრიპის ვირუსის მიმდინარეობისას ყველაზე მეტი გართულება ფილტვების ანთებაა. 50%-ზე მეტი ფილტვების ანთება გვქონდა. ძირითადი საშიშროება ფილტვების ანთებაა.

როგორ უნდა მივიტანოთ ეჭვი ფილტვების ანთებაზე? - ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კრიტერიუმია უჩვეულოდ გახშირებული სუნთქვა.

ცხელებით და ხველით ექიმი და მშობელი ეჭვს ვერ მიიტანს ფილტვების ანთების არსებობაზე. სუნთქვა უჩვეულოდ უნდა იყოს გახშირებული. თუ 2 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, სუნთქვის სიხშირე მოსვენებულ მდგომარეობაში, ძილის მდგომარეობაში 50-ზე მეტია, ეს მიანიშნებს ფილტვის ანთებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებმა ტემპერატურის და სატურაციის გაზომვასთან ერთად სუნთქვის სიხშირის დათვლაც ისწავლონ“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძემ გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელ კლინიკურ სიმპტომებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გრიპის როგორც „ა“, ისე „ბე“ ტიპის ვირუსს ახასიათებს: მაღალი ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი, თვალების ტკივილი, ყელის ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე, უმადობა.

„სწორედ ეს სიმპტომები განასხვავებს გრიპის ვირუსს სხვა ვირუსებისგან. როდესაც გვესმის მოთხოვნა ტესტირების ჩატარებაზე, ამ პერიოდში, როდესაც გრიპის მაქსიმალური აქტივობაა, ტესტის ჩატარების აუცილებლობა არ არის. ამ კლინიკური სურათის მატარებელი ქვეყანაში მხოლოდ გრიპის ვირუსია, არცერთი სხვა ვირუსი ასეთი კლინიკური სიმპტომატიკით არ ხასიათდება“,-აღნიშნა ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძის თქმით, გრიპის ვირუსის პიკი ჯერ კიდევ არ არის გადასული. როგორც ივანე ჩხაიძემ განმარტა, გრიპის პიკი იმ შემთხვევაში აღარ იქნება, თუ 2-3 კვირის განმავლობაში გრიპის რაოდენობა 50%-ს ჩამოცილება.

„ახლა ნამდვილად პიკის ეტაპია. არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მოიმატებს. დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის 80-70% წილი ძალიან მაღალია“,- აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი