გია ვოლსკი - გიორგი გახარიას არც უნდა უკვირდეს, რომ ვიღაცამ შეიძლება კვერცხი ესროლოს ან რაღაც ტიპის შეურაცხყოფა მიაყენოს - გადახედოს თავის საქმიანობას და ადვილად დაასკვნის, რომ ამას არანაირი მაღალი დონის ორგანიზება არ სჭირდება

გიორგი გახარია არის ადამიანი, რომელსაც არც უნდა უკვირდეს, რომ ვიღაცამ შეიძლება კვერცხი ესროლოს ან რაღაცა შეურაცხყოფა მიაყენოს - გადახედოს თავის საქმიანობას და ძალიან ადვილად დაასკვნის, რომ ამას არანაირი მაღალი დონის ორგანიზება არ სჭირდება, თუკი ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ამაზე გარკვეული რეაგირება მოახდინონ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას კვერცხები ესროლეს.

„შეიძლება ორგანიზებული ყოფილიყო, მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა, რომ ბიძინა ივანიშვილი, ან ხელისუფლების წარმომადგენლები თათბირობენ, კვერცხები ესროლონ გიორგი გახარიას. გიორგი გახარია არის თვითონ ადამიანი, რომელსაც არც უნდა უკვირდეს, რომ ვიღაცამ შეიძლება კვერცხი ესროლოს ან რაღაცა შეურაცხყოფა მიაყენოს. გადახედოს თავის საქმიანობას ბოლო პერიოდში. გადახედოს თავის საქმიანობას იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც სააკაშვილს ხვდებოდა ჩუმად, როდესაც რევოლუციას უპირებდა საკუთარ ქვეყანას, სისხლის ღვრისკენ მიჰყავდა სიტუაცია. გადახედოს ამას და ძალიან ადვილად დაასკვნის, რომ ამას არანაირი მაღალი დონის ორგანიზება არ სჭირდება, თუკი ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ამაზე გარკვეული რეაგირება მოახდინონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის მისასალმებელი. ზოგადად, პოლიტიკური ველი უნდა იყოს ჯანსაღი, აქ ვიდავოთ და არჩევნებზე გადავწყვიტოთ საკითხები,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს, აეროპორტში ივანიშვილმა ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრა, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო პოლიციამ. პარტიაში განმარტეს, რომ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა მოგვიანებით, კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან გიორგი გახარიას კვერცხებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის