საბა ბუაძე - გიორგი გახარიაზე ამ ფორმით თავდასხმა არის ძალიან სამწუხარო და სამარცხვინო ფაქტი, თუმცა, ივანიშვილი ასეთ მეთოდებს მაშინაც იყენებდა, როდესაც გახარია ამ ხელისუფლების ნაწილი იყო

გიორგი გახარიაზე ამ ფორმით თავდასხმა არის ძალიან სამწუხარო და სამარცხვინო ფაქტი, თუმცა, ივანიშვილი ასეთ მეთოდებს მაშინაც იყენებდა, როდესაც გახარია ამ ხელისუფლების ნაწილი იყო, - ასე შეაფასა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას კვერცხები ესროლეს.

საბა ბუაძის თქმით, ივანიშვილი ამ მეთოდების გამოყენებას მანამდე გააგრძელებს, სანამ ძალაუფლება ექნება.

მან პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ მოუწოდა, საპარლამენტო მანდატები დატოვონ.

„ეს ფაქტი არის კიდევ ერთხელ იმის დასტური, რომ ჩვენ საქმე გვაქვს რუსული ტიპის რეჟიმთან. რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში გახარიასაც და მის გუნდსაც აქვთ პასუხისმგებლობა, რომ ეს რეჟიმი პარლამენტში მარტო დატოვონ. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, საპარლამენტო მანდატები დატოვონ და ცალსახა, წითელი ხაზი გაავლონ ივანიშვილის ერთპიროვნულ რუსულ რეჟიმსა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის“,-განაცხადა ბუაძემ.

გარდა ამისა, ის აჭარაში მომხდარ ტრაგედიასაც გამოეხმაურა, რასაც 3 და 6 წლის ბავშვები ემსხვერპლა. ბუაძის განმარტებით, ხელისუფლება ცდილობს, მომხდარზე პასუხისმგებლობას თავი აარიდოს. როგორც ბუაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ 12 წელია არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ საცხოვრებელი გარემო საფრთხის შემცველი არ იყოს.

„ვაკის პარკის ტრაგედიამ ძალიან კარგად აჩვენა, რომ ამ ხელისუფლებას არათუ ამ საქმეების ჯეროვნად გამოძიების სურვილი აქვს, არამედ პირიქით, ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი აღმოჩნდა შოუ, სადაც პასუხისგებაში მიცემული ადამიანები გამოვიდნენ და თანამდებობის დროს დაგროვილ ქონებას განკარგავენ და სხვადასხვა ტრანზაქციებში იმყოფებიან. ვხედავთ, როგორ პათოლოგიურად ცდილობს ეს ხელისუფლება ნებისმიერ მსგავს ტრაგედიასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობისგან თავი აირიდოს და ეს უბრალო ტრაგედიად გამოიყენოს. 12 წელია ხელისუფლებაში იმყოფებიან და არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ჩვენი საცხოვრებელი გარემო ჩვენი შვილებისთვის საფრთხის შემცველი არ იყოს“,-განაცხადა ბუაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო