დავით მათიკაშვილი - ღალატში გაწაფული თანამედროვე ორჯონიკიძეები, მათ შორის გამორჩეულად ზურაბიშვილი ცდილობს, ქვეყანას მაქსიმალური ზიანი მიაყენოს, თუმცა მისი რესურსი ძალიან მწირია და ამას ვერ შეძლებს

ღალატში გაწაფული თანამედროვე ორჯონიკიძეები, მათ შორის გამორჩეულად ზურაბიშვილი ცდილობს, ქვეყანას მაქსიმალური ზიანი მიაყენოს, თუმცა მისი რესურსი არის ძალიან მწირე და ბუნებრივია, ამას ვერ შეძლებს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები შეაფასა.

მისი თქმით, საზოგადოებამ დიდი ხანია, სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკურ სანაგვეზე მიუჩინა ადგილი.

„ზურაბიშვილი და მისი განცხადებები არ იმსახურებენ არანაირ რეპლიკას და პასუხის გაცემას. ეს ადამიანი საერთოდ არის აცდენილი რეალობას. მე არ ვიცი, ის თავს რად თვლის, თუმცა საზოგადოებამ მას დიდი ხანია პოლიტიკურ სანაგვეზე მიუჩინა ადგილი. ღალატში გაწაფული თანამედროვე ორჯონიკიძეები, მათ შორის გამორჩეულად ზურაბიშვილი ცდილობს, რომ ქვეყანას მაქსიმალური ზიანი მიაყენოს, თუმცა მისი რესურსი არის ძალიან მწირე და ბუნებრივია, ის ამას ვერ შეძლებს,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა