„არემჯის“ მხარდაჭერით, სტუ-ში ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციების ლაბორატორია გაიხსნა

„არემჯის“ მხარდაჭერით, სტუ-ის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე, მაღალტექნოლოგიური ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციების ლაბორატორია გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „არემჯი“ ავრცელებს.

„ახლად შექმნილ ლაბორატორიაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სტუდენტები სამთო პროცესების კომპიუტერული სიმულაციების განხორციელებას შეძლებენ. ადგილზე არსებული ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის მეშვეობით კი ისინი საქართველოში არსებულ სამთო კარიერებსა და სხვადასხვა გეოლოგიურ არეალებს ლაბორატორიიდან გაუსვლელად გაეცნობიან.

ახლად შექმნილ ლაბორატორიაში საზეიმოდ ლენტი, „არემჯის“ გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გაჭრეს. ისინი ადგილზე გაეცნენ არსებულ სატესტო პროექტებს და დაათვალიერეს ლაბორატორიისთვის გადაცემული უახლესი ტექნიკა-დანადგარები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში შეძენილი ვირტუალური რეალობის სათვალის მეშვეობით, ლაბორატორიის სტუმრები „არემჯის“ ისტორიულ მადნეულის კარიერის, ასევე სტუ-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური სასწავლო შახტის დათვალიერებას შეძლებენ.

„ორივე მხარე თვალნათლივ ვხედავთ, რამხელა წინსვლა და პოზიტიური შედეგები მოაქვს ამ სამაგალითო პარტნიორობას, „არემჯის“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის. ეს არის ორმხრივი სარგებელი, ბევრს იძენს სასწავლებელი და ბევრს ვიძენთ ჩვენ.

სასიხარულოა, რომ დღეს უკვე 200-ზე მეტი სტუ-ის კურსდამთავრებული არის ჩვენთან დასაქმებული. საერთო მიზნის მისაღწევად ეს თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს, ეს უნდა იყოს მდგრადი პარტნიორობა, რომელიც წარმატებას მოგვიტანს“, - აღნიშნა ღონისძიებაზე „არემჯის“ გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.

საზეიმო ღონისძიებაზე, მხარეებმა შეაჯამეს 2021-2024 წლებში ერთობლივად განხორციელებული პროექტები და ხელი მოაწერეს განახლებულ 4 - წლიან სამოქმედო გეგმას, რომელიც არსებული სტუდენტური მხარდაჭერის პროგრამის გაგრძელებას და მის გაძლიერებას, ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერას, ასევე სხვა სასწავლო ლაბორატორიების გადაიარაღებაში და ზოგადად ფაკულტეტის ინფრასტრუქტურის განახლებაში კომპანიის ჩართულობას ითვალისწინებს.

„სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს, რომელიც 103 წლისაა, ქვეყნის სამრეწველო დარგის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში გაიზარდა მოთხოვნა და შესაბამისად, ჩვენ პარტნიორებთან ერთად, ვზრუნავთ სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზე. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „არემჯის“, რომლის მხარდაჭერით დღეს მორიგი, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია გავხსენით. მადლობა მინდა გადავუხადო ფაკულტეტზე მოღვაწე ყველა მეცნიერს, დეკანატს, სტუდენტებს და წარმატება ვუსურვო მათ. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ ახალი ლაბორატორია, ასევე, ახალგაზრდა სამთოელთა ნამუშევრები, რომელთაც ხვალ წარმატებით უნდა გააგრძელონ დიდი მეცნიერების მიერ გაკვალული გზა”, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ.

„მიმდინარე სასწავლო წლიდან, „არემჯის“ მიერ სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილ ორ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში სტუდენტები შეძლებენ შეისწავლონ დარგისთვის აუცილებელი უახლესი კომპიუტერული პროგრამები. ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ცენტრი კვლევების პროგრამულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციების ლაბორატორიაში VR ტექნოლოგიების გამოყენებით, სამთო პროცესების კომპიუტერული სიმულაციები განხორციელდება, ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის მეშვეობით კი, შესაძლებელი იქნება საქართველოში არსებული სამთო კარიერებისა და სხვადასხვა გეოლოგიური საწარმოო არეალის დათვალიერება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

„არემჯის“ მხარდაჭერით, სტუ-ში ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციების ლაბორატორია გაიხსნა

„არემჯის“ მხარდაჭერით, სტუ-ის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე, მაღალტექნოლოგიური ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციების ლაბორატორია გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „არემჯი“ ავრცელებს.

„ახლად შექმნილ ლაბორატორიაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სტუდენტები სამთო პროცესების კომპიუტერული სიმულაციების განხორციელებას შეძლებენ. ადგილზე არსებული ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის მეშვეობით კი ისინი საქართველოში არსებულ სამთო კარიერებსა და სხვადასხვა გეოლოგიურ არეალებს ლაბორატორიიდან გაუსვლელად გაეცნობიან.

ახლად შექმნილ ლაბორატორიაში საზეიმოდ ლენტი, „არემჯის“ გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გაჭრეს. ისინი ადგილზე გაეცნენ არსებულ სატესტო პროექტებს და დაათვალიერეს ლაბორატორიისთვის გადაცემული უახლესი ტექნიკა-დანადგარები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში შეძენილი ვირტუალური რეალობის სათვალის მეშვეობით, ლაბორატორიის სტუმრები „არემჯის“ ისტორიულ მადნეულის კარიერის, ასევე სტუ-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური სასწავლო შახტის დათვალიერებას შეძლებენ.

„ორივე მხარე თვალნათლივ ვხედავთ, რამხელა წინსვლა და პოზიტიური შედეგები მოაქვს ამ სამაგალითო პარტნიორობას, „არემჯის“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის. ეს არის ორმხრივი სარგებელი, ბევრს იძენს სასწავლებელი და ბევრს ვიძენთ ჩვენ.

სასიხარულოა, რომ დღეს უკვე 200-ზე მეტი სტუ-ის კურსდამთავრებული არის ჩვენთან დასაქმებული. საერთო მიზნის მისაღწევად ეს თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს, ეს უნდა იყოს მდგრადი პარტნიორობა, რომელიც წარმატებას მოგვიტანს“, - აღნიშნა ღონისძიებაზე „არემჯის“ გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.

საზეიმო ღონისძიებაზე, მხარეებმა შეაჯამეს 2021-2024 წლებში ერთობლივად განხორციელებული პროექტები და ხელი მოაწერეს განახლებულ 4 - წლიან სამოქმედო გეგმას, რომელიც არსებული სტუდენტური მხარდაჭერის პროგრამის გაგრძელებას და მის გაძლიერებას, ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერას, ასევე სხვა სასწავლო ლაბორატორიების გადაიარაღებაში და ზოგადად ფაკულტეტის ინფრასტრუქტურის განახლებაში კომპანიის ჩართულობას ითვალისწინებს.

„სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს, რომელიც 103 წლისაა, ქვეყნის სამრეწველო დარგის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში გაიზარდა მოთხოვნა და შესაბამისად, ჩვენ პარტნიორებთან ერთად, ვზრუნავთ სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზე. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „არემჯის“, რომლის მხარდაჭერით დღეს მორიგი, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია გავხსენით. მადლობა მინდა გადავუხადო ფაკულტეტზე მოღვაწე ყველა მეცნიერს, დეკანატს, სტუდენტებს და წარმატება ვუსურვო მათ. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ ახალი ლაბორატორია, ასევე, ახალგაზრდა სამთოელთა ნამუშევრები, რომელთაც ხვალ წარმატებით უნდა გააგრძელონ დიდი მეცნიერების მიერ გაკვალული გზა”, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ.

„მიმდინარე სასწავლო წლიდან, „არემჯის“ მიერ სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილ ორ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში სტუდენტები შეძლებენ შეისწავლონ დარგისთვის აუცილებელი უახლესი კომპიუტერული პროგრამები. ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ცენტრი კვლევების პროგრამულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციების ლაბორატორიაში VR ტექნოლოგიების გამოყენებით, სამთო პროცესების კომპიუტერული სიმულაციები განხორციელდება, ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის მეშვეობით კი, შესაძლებელი იქნება საქართველოში არსებული სამთო კარიერებისა და სხვადასხვა გეოლოგიური საწარმოო არეალის დათვალიერება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა