გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 თებერვალს 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ფასანაური, ლუთხუბი, ცხვედიეთი, მაქართა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ბაზალეთის ტბა, ჩანადირთკარი, გრიგოლაანთკარი, ბერთამთა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ციხისძირი, ხიდისყური, ძველი ქანდა, აღაიანი და მიმდებარე სოფლებში: 11:00-დან 11:10 საათამდე და 14:50-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ნატახტარი, მისაქციელი, საგურამო, მუხრანი, წილკანი და მიმდებარე სოლებში; 11:10-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ტუშურები, ზარიძეები, იარაჯულები და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლენში: ჭოპორტი, ბულაჩაური, დავათი, მაღრანი, ლაფანაანთკარი და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება