საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 1-ელ აპრილამდე საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციას ითვალისწინებს, პარლამენტში ინიცირებულია

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია 2025 წლის 1-ელ აპრილამდე განხორციელდება. ბიუროს ფუნქციები და უფლებამოსილებები კი, მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცემა.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 2025 წლის 1-ელ აპრილამდე დარჩენილ დროში საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციას ითვალისწინებს, პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

კანონპროექტის გათვალისწინებით, ბიუროს უფლებამონაცვლედ მთავრობის ადმინისტრაცია ჩაითვლება.

ბიუროს ლიკვიდაციის მიზნით, მთავრობამ სალიკვიდაციო კომისია კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში უნდა შექმნას.

პროექტის თანახმად, ლიკვიდაციის შედეგად ბიუროდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია - 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება