ოლაფ შოლცი - ნატო ეფუძნება ფაქტს, რომ ყოველთვის ერთად ვმოქმედებთ და ვიზიარებთ რისკებს, რითაც უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ - ეს ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს

უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ევროპამ და აშშ-მ ყოველთვის ერთად უნდა იმოქმედონ. შესაბამისი განცხადება გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პარიზში, ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

„ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოებისა და მოვალეობების განაწილება არ უნდა იყოს. ნატო ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ჩვენ ყოველთვის ერთად ვმოქმედებთ და ვიზიარებთ რისკებს, რითაც ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ. ეს ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მისი თქმით, უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის შესახებ საუბარი ნაადრევია.

„მსგავსი წინადადებები სპეკულაციურია, სამშვიდობო მოლაპარაკებებს წინ უსწრებს და უაღრესად უადგილოა“, - აღნიშნა შოლცმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს