ემანუელ მაკრონი - ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპს და ვოლოდიმირ ზელენსკის ვესაუბრე - ჩვენ გვსურს ძლიერი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რამდენიმე ევროპელი ლიდერის პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.

„ჩვენ გვსურს ძლიერი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში. ამის მისაღწევად, რუსეთმა აგრესია უნდა დაასრულოს და ამას უკრაინელებისთვის უსაფრთხოების ძლიერი და სანდო გარანტიები უნდა ახლდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა მინსკის შეთანხმებების მსგავსად დასრულდეს. ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე ყველა ევროპელთან, ამერიკელთან და უკრაინელთან ერთად, - წერს მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, ევროპელებმა უკეთესი, მეტი და ერთობლივი ინვესტიცია უნდა განახორციელონ თავიანთ უსაფრთხოებასა და თავდაცვაში.

„ამ მიზნით, ევროპელებს სურთ დააჩქარონ სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და კონკურენტუნარიანობის საკუთარი დღის წესრიგის განხორციელება. მუშაობა გაგრძელდება ევროკომისიის წინადადებებზე დაყრდნობით, როგორც უკრაინის მხარდაჭერაში, ასევე ჩვენს თავდაცვაში განვითარებასა და ინვესტირებაში. ეს დღის წესრიგი, რომელიც განსაზღვრულია 2022 წელს ვერსალის სამიტზე, უბრალოდ უნდა განხორციელდეს. გადაწყვეტილებები, მოქმედებები, თანმიმდევრულობა. სწრაფად. ამ დისკუსიებს უახლოეს დღეებში გავაგრძელებ“, - წერს მაკრონი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს