მიზანი 100%-ით შესრულდა - ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან გამარჯვებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპოვა. რა თქმა უნდა, ქართველებმა 2027 წელს გასამართი მსოფლიო თასის საგზურიც მოიპოვეს.

ბორჯღალოსნებმა A ჯგუფის სამივე შეხვედრა - შვეიცარიასთან, ნიდერლანდებთან და ესპანეთთან დიდი უპირატესობით, ბონუსებით მოიგეს და 15 ქულა დააგროვეს.

ესპანეთთან გასვლით მატჩში, რამდენიმე საინტერესო და ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა. ბორჯღალოსნებს პირველად უკაპიტნა დავით ნინიაშვილმა და ის გუნდის 36-ე კაპიტანი გახდა.

მეორე ტაიმის 45-ე წუთზე კი, აკა ტაბუცაძემ ნაკრებში თავისი 46-ე ლელო გაიტანა. ამ ლელოთი ტაბუცაძე მსოფლიოს საუკეთესო მელელოვეთა ტოპ 10-ში შევიდა. ქართველი მორაგბე ახალზელანდიელებს - ჯულიან სავეას, კრისტიან ქალენსა და ჯო როკოთოკოს გაუთანაბრდა.

საქართველოს ნაკრებმა, მსოფლიო რაგბის რეიტინგში უელსთან უპირატესობა გაზარდა. ესპანეთთან დადებული 10 ლელოს წყალობით, რიჩარდ ქოქრილის გუნდს კლასიფიკაციაში 0.84 ქულა მოემატა და 74.69 ქულა დაუგროვდა. ახლა, ქართველები უელსელებს 0.94 ქულით უსწრებენ.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი 2 მარტს, თბილისში გაიმართება და ბორჯღალოსნები ტრადიციულ მეტოქეს, რუმინეთს შეერკინებიან. მეორე ნახევარფინალში კი, პორტუგალია ესპანეთს დაუხვდება. ფინალში გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მეტოქეს კვლავ სამშობლოში უმასპინძლებს.

წელს, 10 წელი ხდება, რაც თიბისი ქართული რაგბის მთავარი მხარდამჭერი და პარტნიორია. უკვე მიღწეულ წარმატებებთან ერთად, მომავალზე სწორება და რაგბის განვითარების ხელშეწყობა კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

წელსვე, პირველად ისტორიაში, საქართველოს 7-ქალა ნაკრები ევროპის 12-გუნდა ელიტაში მოსინჯავს ძალებს. ახალი წარმატებების, ახალი ისტორიის შექმნის მოლოდინში, მნიშვნელოვანი წელი გველოდება.

#ერთადგავიმარჯვებთ

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება