დაპორტირდი წარსულიდან მომავალზე – „ნამი 8“ ბიზნესებს კომფორტული სივრცის შექმნის სრულიად ახალ სტანდარტს სთავაზობს

დღეს კომპანიებისთვის სასმელი წყლის უწყვეტი მიწოდება კომფორტთან, ეფექტურობასთან და ეკო-მეგობრულობასთანაა დაკავშირებული. ბევრ ბიზნესში ჯერ კიდევ გამოიყენება ბოციანი დისპენსერები, რაც დროის, რესურსების და ხარჯების დამატებით ტვირთს ქმნის.

რატომ უნდა აირჩიოთ „ნამი 8“-ს ჭკვიანწყლის დისპენსერი?

უწყვეტი წყალმომარაგება – აღარ გჭირდებათ ბოცების შეცვლა და მარაგზე ზრუნვა

ეკო-მეგობრული გადაწყვეტილება – არ იხარჯება პლასტმასი, არ არის გადამუშავების პრობლემა

ხარჯების შემცირება – აღარ გიწევთ ტრანსპორტირების, შენახვისა და ბოცების შესყიდვის ხარჯები

მაქსიმალური კომფორტი – თითის ერთი შეხებით გაფილტრული, გემრიელი და სხვადასხვა ტემპერატურის წყალი.

როგორ მუშაობს ნამი 8-წყლის ავტომატური დისპენსერი?

ნამი 8 მომხმარებელს სთავაზობს უახლესი ტექნოლოგიის, წყლის ინოვაციური და ჭკვიანი დისპენსერების ფართო არჩევანს საოფისე, კომერციული თუ საოჯახო სივრცეებისთვის. წყლის დისპენსერები უერთდება წყალგაყვანილობას და უზრუნველყოფს უწყვეტ წყალმომარაგებას. აღჭურვილია ფილტრაციის თანამედროვე სისტემით, მათ შორის UV ფილტრით, რაც წყალს ყოველგვარი მავნე ნივთიერებისგან ასუფთავებს.

ბოციანი დისპენსერებისგან განსხვავებით, აღარ გჭირდებათ ბოცების შეკვეთა, ლოდინი, შენახვა და მათი ტრანსპორტირების ხარჯების გათვალისწინება. თქვენი თანამშრომლები ფოკუსირდებიან მნიშვნელოვან საქმეებზე, ოფისი კი ხდება უფრო ორგანიზებული და თანამედროვე.

ნამი 8-სთან თანამშრომლობით, თქვენი ბიზნესი:

ზოგავს ხარჯებს

აუმჯობესებს ოფისის ეკო-მეგობრულ იმიჯს

თანამშრომლებს უქმნის კომფორტულ და პროდუქტიულ გარემოს

სტუმრებს სთავაზობს თანამედროვე, ინოვაციურ სერვისს

დროა, დაემშვიდობოთ წარსულს და დაპორტირდეთ მომავალზე! თუ ჯერ კიდევ ბოციან დისპენსერს იყენებთ, ახლა საუკეთესო დროა ცვლილებისთვის. შეავსეთ ფორმა და მიიღეთ განსაკუთრებული შეთავაზება:

3 თვე უფასო ინსტალაცია + სპეციალური ფასი – 99₾ თვეში!

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია