დავით მათიკაშვილი - 2008 წლის ომის დაწყებამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა გააქრო სამშობლოს ღალატის მუხლი - ეს დღევანდელი გადასახედიდან აბსოლუტურად გასაგებია, რადგანაც ეს რეჟიმი, საკუთარი ქვეყნის ღალატს აპირებდა

2008 წლის ომის დაწყებამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა, სისხლის სამართლის კოდექსიდან გააქრო სამშობლოს ღალატის მუხლი - ეს დღევანდელი გადასახედიდან აბსოლუტურად გასაგებია, რადგანაც ეს რეჟიმი, პირდაპირი მნიშვნელობით, აპირებდა საკუთარი ქვეყნის ღალატს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, სადაც განისაზღვრება თუ რა იქნება ის ქმედება, რომელიც ჩაითვლება სამშობლოს ღალატად.

„საზოგადოებას ახსოვს, რომ 2008 წლის ომის დაწყებამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა, სისხლის სამართლის კოდექსიდან გააქრო სახელმწიფოს ღალატის, იგივე სამშობლოს ღალატის მუხლი. ეს დღევანდელი გადასახედიდან არის აბსოლუტურად გასაგები, რადგანაც ეს რეჟიმი, პირდაპირი მნიშვნელობით, აპირებდა საკუთარი ქვეყნის ღალატს, რაც, პრინციპში, მანამდეც ჩაუდენია, თუმცა 2008 წლის მოვლენები ამ მოცემულობის მკაფიო ხაზგასმაა. იყო ღალატის მთელი კასკადი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგო. ოკუპანტს საშუალება მისცა ქვეყნის ტერიტორიის 20% მიესაკუთრებინა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, რა თქმა უნდა, ძალიან გაართულა. ამ ყველაფერს, ცხადია, მოჰყვა ადამიანთა სიცოცხლის მოსპობა, უმძიმესი შედეგები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მხრივ. თუმცა არა მხოლოდ 2008 წელი, შეგვიძლია ავიღოთ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ღალატის მკაფიო დადასტურებად არა ერთი ფაქტი, თუნდაც ომის შემდეგ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტების მიყიდვა რუსეთისთვის და არაერთი რამ, რაზეც პრინციპში, დღეს საგამოძიებო კომისია პარლამენტში მუშაობს და ის კიდევ უფრო მკაფიოს გახდის „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილო ღალატის ფაქტებს. სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი. ის განსაზღვრავს, თუ რა იქნება ის ქმედება, რომელიც ჩაითვლება ქვეყნის, სამშობლოს ღალატად," - განაცხადა მათიკაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება