უკრაინის საჰაერო ძალები - რუსებმა უკრაინას 176 დრონით შეუტიეს, მათგან 103 განადგურებულია

რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიას, 18 თებერვლის საღამოდან, „შაჰედის“ და სხვა ტიპის 176 დრონით შეუტიეს, 170-მა სამიზნეებს ვერ მიაღწია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„9:00 საათისთვის, დადასტურდა „შაჰედის“ და სხვა ტიპის 103 დრონის ჩამოგდება ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვოგრადის, ვინიცის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და მიკოლაივის ტერიტორიებზე“, - აცხადებენ საჰაერო ძალებში.

მათივე ინფორმაციით, 67 დრონი ლოკალურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე.

ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მტრის თავდასხმის შედეგად დაზარალდა კიროვოგრადის, ხარკოვის, კიევისა და ჩერკასის ოლქები.

რუსულმა ძალებმა დრონები გაუშვეს რუსეთის ქალაქებიდან: ორიოლიდან, ბრიანსკიდან, კურსკიდან, მილეროვოდან, შატალოვოდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან, ასევე დროებით ოკუპირებული ყირიმიდან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს