ადვოკატები ითხოვენ, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი კლინიკა „ვივამედში“ კიდევ ერთხელ შევიდეს

„ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი კლინიკა „ვივამედში“ კიდევ ერთხელ შევიდეს. შესაბამისი კომენტარი „ინტერპრესნიუსთან“ ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა გააკეთა.

„ნაბიჯების გადადგმას კიდევ ვაპირებთ, რომ სახალხო დამცველმა ახლიდან უზრუნველყოს ექიმების მასთან შესვლა, შემოწმება, გასაუბრება, რაღაც ზომები რომ მიიღონ. ცხადია, სამედიცინო საკითხებზე ჩვენი არგუმენტაცია არ არის მყარი. ექიმის არგუმენტაცია არის მყარი. ალბათ, დღეს კიდევ მივმართავთ სახალხო დამცველს. ბოლო ვიზიტიდან დიდი დრო გავიდა. საია განცხადებასაც დადებს აღნიშნულთან დაკავშირებით, წერილსაც გამოვაქვეყნებთ და მივმართავთ ომბუდსმენს“, - აღნიშნა მწარიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, გუშინ, კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მოუწოდა მზია ამაღლობელის კოლეგებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, რომ დაარწმუნონ, მზია სრულად შეასრულოს მათი რეკომენდაცია, რაც პირველ რიგში, ეხება საკვების მიღებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 38-ე დღეა შიმშილობს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება