გურამ მაჭარაშვილი - შიმშილობა არაა ინდულგენცია, რომ ვინც იშიმშილებს, ყველა გათავისუფლდეს - ევროკავშირის ელჩმა, პრაქტიკულად, წაახალისა ის მოქალაქეები, რომლებსაც შეიძლება გაუჩნდეთ სამომავლოდ განცდა, რომ სილა გააწნან პოლიციელს

შიმშილობა არ გახლავთ ინდულგენცია, რომ ვინც იშიმშილებს ყველა პატიმარი გათავისუფლდეს - ასეთ შემთხვევაში მაშინ მსოფლიოში აღარ დარჩებოდა არავინ საპყრობილეში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს და ნორმალური კვება დაიწყოს.

ამასთან, ის ამაღლობელთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პაველ ჰერჩინსკიმ „პრაქტიკულად, წაახალისა ის მოქალაქეები, რომლებსაც შეიძლება, სამომავლოდ გაუჩნდეთ განცდა, რომ სილა გააწნან პოლიციელს".

„სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ ევროკავშირის ელჩი არ მოუწოდებს მოქალაქეს, რომელიც პატიმარია და შიმშილობს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. წარმოიდგინეთ, ევროკავშირის ელჩი, რომლის ფუნქციები არის, რომ ნორმალური ურთიერთობები დაამყაროს ქვეყანასთან, არ მოუწოდებს პატიმარს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. მეტსაც გეტყვით, ევროკავშირის ელჩმა, პრაქტიკულად, ამ განცხადებით, წაახალისა ის მოქალაქეები, რომლებსაც შეიძლება გაუჩნდეთ სამომავლოდ განცდა, რომ სილა გააწნან პოლიციელს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელს. მერე თუ დაიჭირეს, გამოვა ევროკავშირის ელჩი და იტყვის, რომ გაათავისუფლეთ ეს ადამიანი. აი, ეს დემოკრატია რომ დაიწუნა ამერიკის პრეზიდენტმა, ვიცე-პრეზიდენტმა, სახელმწიფო მდივანმა ამას ვერ ხვდება ევროკავშირის ელჩი? გამოვიდეს და თქვას მაშინ, რომ ამერიკის პრეზიდენტიც ანტიევროპულ განცხადებას აკეთებს. ამას ვერ ბედავს და ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ ასეთო დონის ელჩი როდესაც ხარ საქართველოში, მინიმუმ პატივი უნდა სცე სიმართლეს და იმ ხალხს, სადაც ცხოვრობ. ასეთ განცხადებებს როცა აკეთებ შეურაცხყოფას ამით ვერ მიაყენებ ქართველ საზოგადოებას და პირიქით კი ნამდვილად მოხდება," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ "დღეს არის მცდელობა, გააჩუმონ საპირისპირო აზრის გამომხატველი ხმა და ამავდროულად, დაუსჯელი დარჩეს ის, ვინც ჟურნალისტებზე ძალადობს, რაც მიუღებელია".

მისი თქმით, ევროკავშირი აგრძელებს მოწოდებას, რომ მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის