ჯო უილსონი - ივანიშვილის სასტიკი რეჟიმი თავს დაესხა საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს ყოფილ პრემიერ, გიორგი გახარიას - საკმარისია! საქართველო ეშვება კოშმარულ დიქტატურაში

ივანიშვილის სასტიკი რეჟიმი თავს დაესხა საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას. საკმარისია! საქართველო ეშვება კოშმარულ დიქტატურაში, რომელიც სრულ შესაბამისობაშია აშშ-ის მოწინააღმდეგეებთან, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებელი სანქციები და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, - წერს უილსონი.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს.

გუშინ კი პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს, აეროპორტში ივანიშვილმა ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრა, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო პოლიციამ. პარტიაში განმარტეს, რომ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მოგვიანებით, კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან გიორგი გახარიას კვერცხებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა