ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს განათლების მრჩეველს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები, პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ბუაჩიძე და რექტორის მრჩეველი კოტე ბასილაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს განათლების მრჩეველ ერჯან გულსუიუს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელიც ვიცე-რექტორმა გახსნა, მხარეებმა სამომავლო გეგმები განიხილეს. პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს თურქეთის ისეთ წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან, როგორიცაა: აფიონის კოჩატეპე, ქუთაჰიის დუმლუპინარის, სივასის რესპუბლიკის, სტამბოლის ბილგი, გაზის, ფატიჰ სულთან მეჰმეთის ფონდის, ართვინის ჭოროხის, აბდულა გიულის, ქარაბუქის, იდგირის, ესკიშეჰირის ტექნიკური, კასტამონუს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის, ადიამანის, ინონუს, მარმარის, იასარის, სტამბოლის რუმელის, მეფმეთ აკიფ ერსოის, ალტინბაშის, სტამბოლის კენტის, ერზრუმის ტექნიკური, სტამბოლის აიდინის, მუღლა სიტკი კოჩმანის, პამუკალეს, ტურიზმის აკადემია ანტალიაში, ყარადენიზის ტექნიკური, დუზჩეს და გუმუშანეს უნივერსიტეტები.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, სამეცნიერო-აკადემიური წრეების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია მრავალმხრივი კოლაბორაცია თურქეთის უნივერსიტეტებთან. ჩვენთან რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება თურქეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც გაიცემა ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის. ჩვენს უნივერსიტეტს აქვს შესანიშნავი სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უახლესი ლაბორატორიების სახით, ჰყავს საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების წამყვანი მეცნიერები, სპეციალისტები. ეს მოცემულობა შეგვიძლია საერთო მიზნებისთვის გამოვიყენოთ. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი ორი ქვეყნის უნივერსიტეტების სამომავლო და წარმატებული კოლაბორაციისთვის. ვფიქრობთ, თანამშრომლობა, რომელსაც, სამომავლოდ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თურქეთის სხვადასხვა უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმები დაარეგულირებს, სამეცნიერო-საგანმანათლებლო კოლაბორაციის გაღრმავება-გაფართოების მნიშვნელოვანი მდგენელი იქნება, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მდგრადობის კიდევ ერთი გარანტი გახდება”, - განაცხადა თამარ წერეთელმა.

სტუ-ის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს განათლების მრჩეველ ერჯან გულსუიუსთან შეხვედრის ფარგლებში, კონკრეტული სამუშაო გეგმა შემუშავდება, რაც ქართულ და თურქულ უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო, სასწავლო, კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო