პარლამენტის სპიკერატში მე-6 ვიცე-სპიკერი აირჩიეს - ამ პოსტზე ილია ინჯიას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა

პარლამენტის სპიკერატში რიგით მეექვსე ვიცე-სპიკერი აირჩიეს - ვიცე-სპიკერის პოსტზე წარდგენილ ილია ინჯიას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ინჯია ვიცე-სპიკერად პოლიტიკურმა ჯგუფმა “ევროპელი სოციალისტები“ წარადგინა. მან ვიცე-სპიკერის ის ადგილი დაიკავა, რომელიც პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საპარლამენტო ოპოზიციას ეკუთვნის.

XI მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერები არიან: - პირველი ვიცე სპიკერია გია ვოლსკი, უმრავლესობის კვოტით არჩეული ვიცე სპიკერები - ნინო წილოსანი, თეა წულუკიანი, გიორგი კახიანი, ხოლო ოპოზიციას პარლამენტის სპიკერატში სოზარ სუბარი და ილია ინჯია წარმოადგენენ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026