ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - მხოლოდ აშშ-ს შეუძლია უზრუნველყოს შეკავება, რომელიც შეაჩერებს პუტინს ხელახალი თავდასხმა განახორციელოს

გვჭირდება უსაფრთხოების გარანტია უკრაინისთვის, რომელსაც შეუძლია შეასრულოს ის, რის დაპირებასაც დონალდ ტრამპი იძლევა - ხანგრძლივი მშვიდობა, რისთვისაც საჭიროა, რომ რუსეთის თავდასხმა შეწყდეს და მომავალში აღარ განმეორდეს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა.

„ევროპულმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ წამყვანი როლი ამ გარანტიაში, მაგრამ სჭირდებათ მხარდაჭერა აშშ-სგან, რადგან საბოლოო ჯამში, მხოლოდ აშშ-ს შეუძლია უზრუნველყოს შეკავება, რომელიც შეაჩერებს პუტინს ხელახალი თავდასხმა განახორციელოს“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ამ საკითხის დეტალები მუშავდება.

„კირ სტარმერი განიხილავს ამას პრეზიდენტ ტრამპთან, როდესაც ისინი, უახლოეს მომავალში, ერთმანეთს შეხვდებიან. მაგრამ ერთადერთი, რის გაკეთებასაც არ ვაპირებ, არის იმ სამუშაოს დეტალების განხილვა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, დისკუსიების, რომელსაც ვაწარმოებთ ჩვენს მოკავშირეებთან და აშშ-სთან, რადგან ერთადერთი, რისი გაკეთებაც არ მინდა, არის პუტინს უფრო მეტი რამ შევატყობინო“, - აღნიშნა ჯონ ჰილიმ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!