სალომე ზურაბიშვილი - მზიას მადლობა! მზიას მხნეობა! მზიას ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება!

მზიას მადლობა! ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმ ფაქტს, რომ „ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა.

სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს მხნეობას უსურვებს.

„მზიას მადლობა! მზიას მხნეობა! მზიას ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, „ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ მზია ამაღლობელის წერილშია ნათქვამი, რომელიც კლინიკა "ვივამედთან" გამართულ ბრიფინგზე „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ წაიკითხა.

„ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მომხდარი ტრაგედიის ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე, ჩემს ჯანმრთელობას და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა, წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში, ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა. "სინდისის პატიმრებს" მადლობა სოლიდარობისთვის, ვთხოვ მათაც შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობა ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ. არ მინდა, ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ, თქვენ ჩემს ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ", - აღნიშნულია წერილში.

მზია ამაღლობელმა, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 38-ე დღეს მიიღო. ის დაკავების მომენტიდან შიმშილობდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა