ომბუდსმენი - „ოცნების ქალაქში“ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და ვიცი იქ არსებული მძიმე ვითარების შესახებ - მუნიციპალიტეტს, ადგილობრივ სამსახურებს აქვთ პასუხისმგებლობა, რომ გარემო, სადაც ბავშვები და ადამიანები არიან, უსაფრთხო იყოს

„ოცნების ქალაქში“ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და ვიცი იქ არსებული მძიმე ვითარების შესახებ - მუნიციპალიტეტს, ადგილობრივ სამსახურებს აქვთ პასუხისმგებლობა, რომ გარემო, სადაც ბავშვები და ადამიანები არიან, უსაფრთხო იყოს, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

ლევან იოსელიანი იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება პასუხისმგებელ პირებს გამოკვეთს და პასუხისგებაში მისცემს.

„ოცნების ქალაქში“ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და ვიცი იქ არსებული მძიმე ვითარების შესახებ. მისასალმებელია, რომ იქ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა იწყება და იქ მცხოვრები მოქალაქეები საცხოვრისით დაკმაყოფილდებიან, მაგრამ ამ პროცესის გამო ადამიანებს საფრთხე არ უნდა შეექმნათ. გარემო დაცული უნდა იყოს. მუნიციპალიტეტს ადგილობრივ სამსახურებს აქვთ პასუხისმგებლობა, რომ გარემო სადაც ბავშვები და ადამიანები არიან, უსაფრთხო იყოს. იმედი მაქვს, გამოძიება პასუხისმგებელ პირებს გამოკვეთს და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში უბედურ შემთხვევას ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება